სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან მაღალი სტანდარტია“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
03-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

02 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ჩოხატაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 72 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 03 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

ტესტირების მიმდინარეობისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბროებენ:


იოსებ მეგრელიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით საკმაოდ დაინტერესებულები არიან, მაღალი მოტივაცია აქვთ. რაც შეეხება უშუალოდ ტესტირების პროცესს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვები მოტივირებულები იყვნენ და დიდი მონდომებით ჩაერთნენ. ვფიქრობ, რომ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან მაღალი სტანდარტია, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავიანთი თავი გამოსცადონ და შესაძლებლობები გამოავლინონ. ინტელექტ-ჩემპიონატი ამართლებს თავის დანიშნულებას და ემსახურება იმ შედეგს, რაზეც მოსწავლე უნდა გავიდეს.

თამარ ბურჭულაძე, მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემპიონატში მონაწილეობით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან. ისინი ტესტირების პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. დამოუკიდებლად მუშაობდნენ და რა ქულებიც მიიღეს, მთლიანად თავიანთი ცოდნის გამოვლენის შედეგია. პროცესმა ნორმალურად ჩაიარა, 3 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები არიან, იციან, რომ ამით თავიანთი ცოდნის დონე გაიზრდება.

ცირა ბოცვაძე, გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მთელი გულით, სულითა და მონდომებით ვართ ჩართულები. ძალიან გვიხარია თქვენთან თანამშრომლობა, ეს პროექტი ჩვენს სკოლაში ძალიან წარმატებულია. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა. ის, რომ ამდენი ხანი ვთანამშრომლობთ, სწორედ ამის დადასტურებაა. ჩვენი სკოლა სოფლისაა, აქტივობებით დიდად არ ვართ განებივრებულები და „ეტალონი“ ერთ-ერთია, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ერთვებიან. რამდენიმე წლის წინ ჩვენ გამარჯვებულიც გვყავდა.


ალექსანდრა მარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ტესტირებაში დიდი ინტერესითა და ყურადღებით ჩაერთნენ. მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა. მე ეს ჩემპიონატი ძალიან მომწონს და ყოველ წელს ვმონაწილეობთ. ამ პროექტზე კარგის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. გულწრფელად ვამბობ, რომ მოსწავლეები „ეტალონის“ დაწყებას ყოველ წელს ელოდებიან და აქტიურად ერთვებიან. ინტელექტ-ჩემპიონატი როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, მასწავლებლებისთვისაც საინტერესოა. მიღწეული წარმატება მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება.

მალვინა ოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია. ეს ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეებმა ყველა საგანში მიღებულ ცოდნას თავი მოუყარონ. ისინი ძალიან დიდი გამოცდილებას იღებენ, ტესტების შესრულებას ეჩვევიან. პროექტი რომ ნამდვილად კარგია, ეს უდავოა.

ასევე იხილეთ:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ჩოხატაურელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ატესტატის მისაღებად განცხადების გაკეთება დღიედან დაიწყო - ინფორმაცია კურსდამთავრებულებისთვის

„მომზადებულია სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის კონცეფცია“

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

დირექტორმა და პედაგოგებმა მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება