სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტები გამოცდების ონლაინ ჩატარებას ითხოვენ - დაპირისპირება რექტორის კაბინეტთან
30-05-2022
-
+


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბული ვითარებაა. სტუდენტები რექტორთან შეხვედრას და გამოცდების დისტანციურ რეჟიმში ჩატარებას მოითხოვენ.

ამ წუთებში სტუდენტები რექტორის, გიორგი შერვაშიძის კაბინეტთან მასთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. 

როგორც აქციის მონაწილე სტუდენტები აღნიშნავენ, ჰიბრიდული სწავლების გარდა, მათი მეორე მოთხოვნა გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარება იყო, რაც საერთოდ არ დააკმაყოფილეს - „ერთადერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ისიც. ვითხოვთ, სტუდენტი იყოს პრიორიტეტული უნივერსიტეტისთვის, რაც დღეს არ არის“.

აღნიშნული მოთხოვნით სტუდენტები 11 მაისსაც შეიკრიბნენ. თსუ-ს სტუდენტთა მოთხოვნების გათვალისწინების რეკომენდაციით განათლების სამინისტრომაც მიმართა, რის შემდეგაც, რექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სწავლება თსუ-ში შერეული ფორმატით გრძელდებოდა, თუმცა ეს საგამოცდო პერიოდს არ ეხება.

ფინალური გამოცდები თსუ-ში 18 ივნისიდან იწყება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება