სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეები იღებენ იმ მუხტს, რასაც წარმატების სიხარული ჰქვია“- ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
06-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ზესტაფონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 06 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ქეთევან ედიბერიძე, ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატმა მოსწავლეებში დაინტერესება გამოიწვია. ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოსწავლეებს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ. ისინი იღებენ იმ მუხტს, რასაც წარმატების სიხარული ჰქვია. მოსწავლეებმა ტესტირება სახლიდან გაიარეს, ქულებისა და თავიანთი წარმატების შესახებაც გაიგეს, რითაც ძალიან გახარებულები არიან. ჩვენც ვულოცავთ მათ და ვფიქრობთ, რომ შემდეგ ეტაპზეც წარმატებას მიაღწევენ. ასეთი საინტერესო აქტივობისათვის მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ გუნდს. ეს პროექტი მოსწავლეთა დაინტერესებას იწვევს და სწავლისადმი მოტივაციას აღრმავებს.

სოფიო კვინიკაძე, ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი დირექტორი:

ტესტირება სკოლაში ჩავატარეთ, პროცესი კარგად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა. უკეთეს შედეგსაც ველოდით, მაგრამ ცოტა დაიბნენ ბავშვები. მხოლოდ ერთი მოსწავლე გადავიდა მეორე ეტაპზე, მან 72 ქულა მიიღო. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლებისთვის ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მათ ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.

ქეთევან შარიქაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან უყვართ და ცდილობენ, რომ ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართული. ჩვენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებიც გვყავდა. ტესტირების პროცესს რაც შეეხება, გუშინ დღის განმავლობაში, შეფერხებების გარეშე, მიმდინარეობდა, გვყავს მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ზოგადად, ინტელექტ-ჩემპიონატს ძალიან დადებითად ვაფასებ. ეს იწვევს მოსწავლეთა აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებას. მადლობას ვუხდი „ეტალონს“.

მაკა თხელიძე,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ონლაინ ტესტირების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა დაინტერესება გამოავლინეს, 3 მათგანი - მე-8 კლასის მოსწავლე ელენე ჭიჭინაძე, მე-9 კლასის მოსწავლე ელდარ მერკვილაძე და მეათეკლასელი მარიამ ნებიერიძე - მეორე ეტაპზე გადავიდა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, ის მოსწავლეებს თავიანთი ძალების გამოვლენაში ეხმარება და ამით ბავშვებიც დაინტერესებულები არიან.

მარიამ მასხარაშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა, 4 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული და 2-მა მიიღო მონაწილეობა. მართალია, მეორე ეტაპზე არ გადასულან, მაგრამ კმაყოფილები არიან, ეცდებიან, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესი შედეგი დადონ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მოსწავლეებსაც ძალიან მოსწონთ.

გურამ კელენჯერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ კარგად იყო ორგანიზებული, რაიმე შეფერხება არ ყოფილა, მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. აუცილებელია ეს კონკურსი, რადგან მოსწავლეები თავიანთ ცოდნას ამოწმებენ და დროის ფაქტორის გათვალისწინებით მუშაობას სწავლობენ, ასევე ხვდებიან, რამდენად სწრაფად შეუძლიათ პასუხის გაცემა.



ასევე იხილეთ:

ზესტაფონელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება