სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ალდეჰიდები ყოველდღიურ ცხოვრებაში“- იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
03-05-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

მე-111 კლასის მოსწავლეებმა ემილი გოლეთიანმა და ანა ჭურაძემ (პედაგოგი მარინე რუსაძე) პრეზენტაცია - „ალდეჰიდები ყოველდღიურ ცხოვრებაში, კერძოდ, პარფიუმერიაში გამოყენების შესახებ”, წარადგინეს. 

მათ მნიშვნელოვანი ალდეჰიდებსა და პარფიუმერიის განვითარების ისტორიის ეტაპებზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგები ფორმალურ განათლებასთან ერთად, დიდ ყურადღებას უთმობენ არაფორმალურ განათლებას.

ღონისძებას პუბლიცისტი, ჟურნალისტი და მკვლევარი მანუჩარ პირველი ესწრებოდა.

„სააქტო დარბაზში ჩატარდა საინტერესო ღონისძიება, რომელიც ეხებოდა პრაქტიკული და გამოყენებითი ქიმიის საკითხებს.
ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოწვეულმა სტუმარმა ბატონმა მანუჩარ პირველმა. იგი არის ცნობილი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და მკვლევარი, რომელიც წლებია ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აშუქებს ბევრ საინტერესო მასალას. ამჯერად მან ისაუბრა გიორგი მაჩაბელზე, რომელიც ითვლება ამერიკული პარფიუმერიის შემოქმედად. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა იშვიათი და საინტერესო მასალები პრინცი მაჩაბელისა და მისი მოღვაწეობის შესახებ. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში და პედაგოგებში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება