სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კუჭავამ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე საპატიო სიგელი მოიპოვა
03-05-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კუჭავა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადა EGMO 2022-ში საპატიო სიგელის მფლობელი გახდა.

სკოლა ამაყობს მოსწავლის მიღწევებით და წარმატებას უსურვებს. ასევე, ულოცავს მათემატიკის მასწავლებელს, გოგონათა ნაკრების მწვრთნელ ივანე გოქაძეს.

„დასრულდა საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა EGMO 2022-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი მოსწავლე ლიზი კუჭავა საპატიო სიგელის მფლობელი გახდა. აღსანიშნია, რომ ნაკრების არცერთი წევრი არაა XII კლასელი, შესაბამისად, მათ კიდევ მიეცემათ შანსი ჯერ გახდნენ საქართველოს ნაკრების წევრები და შემდეგ გააუმჯობესონ თავიანთი შედეგები EGMO 2023- ზე. მით უფრო, ახლახან EGMO ოლიმპიადის ბორდმა ხელახლა მისცა საქართველოს ოფიციალური უფლება, რომ უმასპინძლოს ოლიმპიადას 2024 წელს.
ვულოცავთ სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, გოგონათა ნაკრების მწვრთნელ ივანე გოქაძესა და მის მოსწავლე ლიზი კუჭავას ამ წარმატებას. ახალ მიღწევებსა და შინ მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

ვის აქვს რეგისტრაციის გავლის უფლება პირველ ეტაპზე 

დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა -  დღეს აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება