სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ ეკოკლუბმა მალარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელა
03-05-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ ეკოკლუბმა „ანაბასისმა“ მალარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განახორციელა. 

აქტივობები ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

გამართეს სემინარი „მალარია უძველესი დაავადებაა“. თანატოლებს საინტერესო პრეზენტაცია ეკოკლუბელმა ქეთი ცერცვაძემ წარუდგინა. მან მალარიის გავრცელების გზებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა საზოგადოების წევრები გამოკითხეს. რა დროსაც ყურადღება შემდეგ საკითხებზე გავამახვილდა:
  • არის თუ არა საქართველოში მალარია?
  • რა ძირითადი სიმპტომით ხასიათდება მალარია?
  • რით ხდება მალარიის გადაცემა?
  • როგორ დავიცვათ თავი მალარიისაგან?
  • ვინ არის მალარიის რისკის ქვეშ?
  • როგორი მდგომარეობა გვაქვს ზესტაფონის რაიონში მალარიასთან დაკავშირებით?
ეკოკლუბის წევრები აქტივობებში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„ისტორიულად იგი უძველეს დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანა არის მალარიისათვის ენდემური. 2020 წელს, მსოფლიოში დაფიქსირდა მალარიის 241 მილიონი ახალი შემთხვევა და 627 000 მალარიით გამოწვეული სიკვდილი, ამჟამად საქართველოში, მალარია, ელიმინაციის სტადიაშია. 2013 წლიდან ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ფიქსირდება მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებაა.
ზესტაფონი მიეკუთვნება ჰიპერმალარიოგენულ ზონას და დაავადების შემოტანის შემთხვევაში დაავადების გავრცელების რისკი მაღალია. ამიტომ ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით აუცილებელია. მე-2 აქტივობა საზოგადოების წევრების გამოკითხვა იყო.
გამოკითხვის შედეგების გაანალიზებამ ეკოკლუბელებს აჩვენა, რომ მალარია ერთ-ერთი მივიწყებული დაავადებაა საზოგადოებისათვის. არადა ზესტაფონი ჰიპერმალარიოგენულ ზონას წარმოადგენს და მის მოსახლეობას უნდა ქონდეს ინფორმაცია დაავადების სიპტომების, გავრცელების, საფრთხეების, თავიდან აცილების შესახებ. ამიტომ ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მე-3 აქტივობის განხორციელება. შექმნეს ბუკლეტები, რომელშიც ასახეს ინფორმაცია მალარიასთან დაკავშირებით და დაურიგეს საზოგადოების წევრებს. მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აუცილებელია გაგრძელდეს, რათა ყველამ იზრუნოს, საქართველომ შეინარჩუნოს მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება