| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილები ბუნებაში უტარდებათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მწვანე გაკვეთილების მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მერ შექმნილ გარემოს შესახებ საუბარი. სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება ჯანმრთელობისთვის. მცენარეების ერთმანეთისგან გარჩევა, მათი აგებულების შესწავლა უშუალოდ შეხების გზით.
მოსწავლეებს, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ღია ცის ქვეშ მორიგი საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
„ჩვენს სკოლაში საფუძველი ჩაეყარა ბუნებისმეტყველების გაკვეთილების ბუნების სივრცეში ჩატარებას, რათა უფრო მეტად შეეძლოთ მოსწავლეებს ბუნების სიკეთეების აღქმა და გააზრება, მით უფრო პანდემიის პირობებში ადაპტირებისათვის. აღნიშნული აქტივობაც დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ