სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყელქცეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა
02-05-2022
-
+


ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა.

პირველ დღეს აქტივობები დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შეასრულეს. 

მეორე დღეს, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ევროკავშირის პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მობილურმა ახალგაზრდულმა მუშაკმა მარიამ ისპირიანმა საინტერესო აქტივობები გამართა. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „კაცი რომელიც ხეებს რგავდა“, შემდეგ კი დისკუსია გაიმართა. მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ყვავილები დარგეს. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ.

სკოლა მადლობას უხდის მარიამ ისპირიანს.
 
„აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდების სწორ განვითარებას, რათა მათ სამომავლოდ იზრუნონ იმ გარემოზე სადაც ისინი ცხოვრობენ და დროის დიდ ნაწილს ატარებენ. მადლობა მარიამს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირეულის მესამე დღეს მე-9 კლასში პრეზენტაცია Earth Day 2022 გაიმართა. მოსწავლეებმა სხვადასხვა სახალისო აქტივობა შეასრულეს. 
აქტივობის ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო გიგოლაშვილი იყო. სკოლა მათ წარმატებებს უსურვებს.

მეოთხე დღეს, პედაგოგ ელენე სტეფანიშვილის ხელმძღვანელობით, პირველ კლასში აქტივობა „მივეფეროთ დედამიწას“ გაიმართა. 

მეშვიდე კლასში კი კედლის გაზეთი let's save our planet გამოუშვეს. აქტივობას პედაგოგი ქეთი ბერკაცაშვილი უძღვებოდა.

„გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა.
Be part of the solution, not part of the pollution;
Make every day earth day;
We are the last generation with a real opportunity to save our planet.
წარმატებებს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება