სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სვირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე იზეიმეს
19-04-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიუძღვნეს; საზეიმოდ გამოწყობილმა პატარა მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე

უნივერისტეტებს ექნებათ საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება - მინისტრი უმაღლესების დაფინასნების ახალი მოდელის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

„წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

სკოლები

მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ქართული სიტყვის სილამაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება