სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N21 სკოლის მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“ - სკოლაში ორიგინალური გამოფენა გაიმართა
18-04-2022
-
+


თბილისის N21 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით სკოლაში გამოფენა გაიმართა. VIIIა და VIIIბ კლასების მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს და თავიანთი ნამუშევრებით ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა წარმოადგინეს. 

ამ ორიგინალურ გამოფენას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინა ნაცვლიშვილი. 

„თუ მონობაში ჩავარდნილი ხალხი დედაენას მტკიცედ ინახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი საპატიმროს გასაღები ხელთა აქვს". ალფონს დოდე, „უკანასკნელი გაკვეთილი“. და ისევ VIIIა და VIIIბ კლასები დედაენის სიყვარულით“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება