| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები იმართება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, უფროსი კლასის მოსწავლეებმა უმცროსი კლასის მოსწავლეებს კონფერენცია - „ეს გარემო ჩვენია, გავინაწილოთ პასუხისმგებლობები“ ჩაუტარეს. აქტივობის ხელმძღვანელები გეოგრაფიის პედაგოგი ფატმან თაბუნიძე და სამოქალაქო განათლების პადაგოგი ლელა გელაშვილი იყვნენ. .
გარდა ამისა, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, გარემოს დაცვის შესახებ, ისტ-ის პედაგოგის ნინო ავეტისიანის დახმარებით, ბუკლეტები შექმნეს და სოფლის მოსახლეობას დაურიგეს.
„პროექტის მონაწილეები სახალისო და საინტერესო აქტივობების განხორციელებას, აღნიშნულ თემაზე სამომავლოდაც გეგმავენ.
სკოლის დირექცია მოხარულია და წარმატებებს უსურვებს მონაწილეებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა