| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონსიძიებაში.
ღების საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტში გამართულ სპორტის საერთაშორისო ღონისძიებაში. ტურნირზე პირველი ადგილი მინი ფეხბურთში მოიპოვა ღების საჯარო სკოლის გუნდმა და მიიღო ორი თასი - პედაგოგი კი გახლავთ ზურაბ გავაშელიშვილი.
საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ბერდია ალხიძე, საუკეთესო მცველად - როსტომ ლობჯანიძე;
ასევე კარგად ითამაშეს გუნდის წევრებმა: ლუკა გობეჯიშვილმა, გიორგი გობეჯიშვილმა, მათე ლობჯანიძემ, ნიკოლოზ ლობჯანიძემ, გურამ ბოხაშვილმა.
„გამარჯვებულ გუნდს სკოლამ გადასცა სიგელები და საჩუქრები. ვულოცავთ ამ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავ ბევრი გამარჯვება მოეპოვებინოთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა