სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა წარსულის მოწამეა და მომავლის მშობელი“ - დედაენის დღესასწაული ქსოვრისის საჯარო სკოლაში
18-04-2022
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრამ „დედაენის“ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა საინტერესო საკლასო ღონისძიებები ჩაატარა. 

I კლასში, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ელენე ბრაჭული, იყო „ანბანთქება", II  კლასმა, ნინო ბერიძის ხელმძღვანელობით მოაწყო აქტივობა - „ჩვენი დედაენა„;  III კლასელებმა, კლასის ხელმძღვალეთან, თამუნა ლოხიშვილთან ერთად დედაენას ჯადოსნური სიტყვები მიუძღვნეს -  „ენავ ქვეყნის ნათლის სვეტო მშვენებავ"; ნატო კელეპტრიშვილმა და IV  კლასმა ყველას ამცნო, რომ  - „დედა ენა მზის სითბო და დარია, იაკობის გალობა და ქნარია“, V  კლასის მოსწავლეებმა კი მზია მანჯიკაშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ „ენა წარსულის მოწამეა და მომავლის მშობელი“.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს. 

ქსოვრისის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება