სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენა საქართველოს სიყვარულია“ - ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორმა, ელზა აშიროვამ დედაენის დღეს წერილი მიუძღვნა
14-04-2022
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის დირექტორმა, ელზა აშიროვამ ქართული ენისა და ზოგადად, მისი ისტორიის შესახებ წერილი გაავრცელა:

„თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგვიწყებია...“ ენა კომუნიკაციის საშუალებაა, ამას ემსახურება მისი, როგორც მეორე ენის სწავლებაც. ენის მნიშვნელოვანი ღირებულება ქვეყნის სიყვარულია, იმ ქვეყნის, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ენა სამშობლოს სიყვარულია.

ქართულმა ენამ, რომელიც ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ფარნავაზ მეფემ გამოაცხადა სახელმწიფო ენად,  ქვეყანასთან ერთად განვითარების რთული გზა განვლო. გულშემატკივრებს, ილიას თაოსნობით, არაერთხელ მოუხდათ ბრძოლა ქართული ენის არსებობისთვის. ისინი ყველა გზას მიმართავდნენ მის დასაცავად, რომელიც იზღუდებოდა და იდევნებოდა.

„ჩვენმა ქართულმა ენამ, სკოლებიდან გამოდევნილმა, ისევ ფეხი შესდგა ჩვენს სკოლებში, ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ეხლანდელს რედაქციას „დროებისას“ - აღნიშნავს ილია(ტ.V). პუბლიცისტური წერილები).

იგი ითხოვდა სკოლებში არა მარტო ქართული ენის სწავლებას, არამედ ქართულ ენაზე სწავლებას. ამ მხრივ აფასებდა სოფლის მასწავლებელთა კრებას, რომელმაც  ქართული ენა განათლების მიღების საფუძვლად, ქვაკუთხედად აღიარა.

ენის ქომაგ-დამცველები არ უარყოფდნენ სხვა ენის კერძოდ, რუსული ენის სწავლებას, მაგრამ არა როგორც ძირითადი, არამედ როგორც საგანი ისე ისწავლებოდეს.

ქართული ენისა და ქვეყნის დაცვას ემსახურებოდა 1879 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული გიმნაზიები თბილისში, ქუთაისში, სადაც სწავლა ქართულ ენაზე იყო.

გავლენა რუსული ენის იმდენად დიდი იყო, რომ თვითონ ქვეყნის მოქალაქეებიც რუსულ ენაზე საუბრობდნენ, რასაც გულის ტკივილით აღნიშნავდა ილია: „ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არ აქვს სავარჯიშოდ...ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართული სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის, გადაგვავიწყდა ყოველივე, რაც ენის შვენებას შეადგენს“ (ი. ჭავჭავაძე, პუბლიცისტური წერილები).

„მასწავლებელო, როგორ ახერხებდა ილია და თანამოაზრეები სამშობლოსთვისაც და ენისთვისაც ზრუნვას?“ - კითხვას სვამს მე-8 კლასის მოსწავლე.

„მასწავლებელო, ახლა ილიასნაირი ადამიანები რატომ არ არიან?“ - კითხულობს ამავე სკოლის მეორე მოსწავლე

„მასწავლებელო, ქართული ენა ყველანაირად დაცული მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის შემთხვევაში იქნებოდა“ - ამბობს მესამე მოსწავლე.

მოსწავლეები და საერთოდ, ვინც აცნობიერებს ქვეყნის, ენის ისტორიას, ენას სამშობლოს სიყვარულით სწავლობს. ქართული ენა საქართველოს სიყვარულია. გილოცავთ ქართული ენის დღეს!“, - წერს დირექტორი ელზა აშიროვა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება