სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები „დაჩის ზღაპრების“ მთავარ გმირს შეხვდნენ
14-04-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ყოველთვის წარმატების უწყობს ფეხს თანამედროვე გამოწვევებს, სწავლა-სწავლების პროცესიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა თუ ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.

ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები - V „ა“ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ - ფიქრია გიორხელიძესა და ქართულის მასწავლებელ თამარ გრიგოლიასთან ერთად, ესტუმრნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს და შეხვდნენ „დაჩის ზღაპრების“ მთავარ პერსონაჟს - დაჩი იოსელიანს. 

„ბავშვებმა პატივი მიაგეს მწერლის საფლავს, მოირგეს ჟურნალისტის როლი და ინტერვიუ ჩამოართვეს ბატონ დაჩი იოსელიანს, დაუსვეს ძალიან საინტერესო, გულუბრყვილო და რაც მთავრია, მათივე ინტერესებით შედგენილი კითხვები. დაათვალიერეს მწერლის კარ-მიდამო, შეიტყვეს ბევრი საინტერესო რამ, როგორც მწერლის, ასევე ბატონი დაჩის შესახებაც.

ძალიან დიდი მადლობა ბატონ დაჩის მასპინძლობისთვის, სკოლის დირექტორს - ქალბატონ ფაქიზოს - იდეისთვის, ქალბატონ ფიქრიასა და მშობლებს კი - მხარდაჭერისთვის; აქტივობამ დიდი მოწონება და სიხარული გამოიწვია ბავშვებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება