სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა, ეკატერინე კაკაბაძემ საინტერესო საგანმანათლებლო თამაში შესთავაზა
14-04-2022
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლა პროფესიონალი და მოსწავლეებზე მზრუნველი პედაგოგებით არის სავსე. თითოეული მათგანის მთავარი მოწოდებაა ბავშვებს სწავლა განათლებისთვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნას და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები შესთავაზოს.

სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი ეკატერინე კაკაბაძეა, რომელიც მოსწავლეებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. მასწავლებელმა VIდ კლასის მოსწავლეებს ორიგინალური, საკლასო გარემოზე ადაპტირებული საგანმანათლებლო თამაში შესთავაზა, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ.

„ქალბატონი ეკატერინე კაკაბაძე საქმიანი თვისებების, პროფესიაში წარმატებული, მაღალკომპეტენტური პედაგოგია. მაღალი რეპუტაციის, თანამედროვე ცოდნის, გაკვეთილის ნაირფეროვანი მოდელების ეფექტურობით, მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესით, სწავლა- სწავლების პროცესში სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებით. სკოლაში საინტერესო აქტივობებისა და ღონისძიებების ავტორი.

VIდ კლასში დიდი ინტერესით, მიზანდასახულობითა და მაღალი მზაობით ჩატარდა სატელევიზიო ფორმატის ორიგინალური თამაშის „წიგნების თაროს“ ანალოგიური, საკლასო გარემოზე ადაპტირებული საგანმანათლებლო თამაში. VIდ კლასის მოსწავლეები ერთმანეთს: ლიტერატურასთან, პერსონაჟებთან, ნაწარმოებებთან, მწერლებთან, პოეტებთან ციტატებთან, ეკრანიზაციასთან დაკავშირებული ხვადასხვა ელემენტის გამოცნობაში შეეჯიბრნენ. 9 რაუნდისაგან შემდგარ თამაშში მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ მათ უყვართ მხატვრული ნაწარმოებების კითხვა, შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება, აქვთ მაღალი სააზროვნო უნარები, სიღრმისეულად იაზრებენ ნაწარმოებებს, კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედებენ ადეკვატურად, არიან ორგანიზებულები, კრეატიულები.. დაძაბული კონკურენციის ფონზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. აღნიშნული აქტივობა დასტურია იმისა, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს საზღვარი არა აქვს.

წარმატებები ქალბატონ ეკატერინესა და მის მოსწავლეებს!“, - აღნიშნული სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება