სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იელის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
14-04-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო თამაშები თუ აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის ხალისით ერთვებიან.

სკოლაში თვეში ერთხელ პოპულარული ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მოდელის მიხედვით შეჯიბრი ხშირად ტარდება. ამჯერად კი აღნიშნული თამაშის ფორმატით, 12 აპრილს მათემატიკური ვიქტორინა - „მათემატიკური რა? სად? როდის?“ გაიმართა.

შეჯიბრი საკმაოდ ხალისიანად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლის შეკითხვებს უპასუხეს; ანგარიში წამყვანსა და გუნდს შორის 7:3  გუნდის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

თავის მხრივ გუნდის წევრებმაც მოამზადეს სახალისო მათემატიკური ამოცანები დამსწრეებისთვის, რითაც სასკოლო საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს. განსაკუთრებით კი ორმხრივი ჩართულობა მოეწონათ.

სკოლის დირექტორმ, ლეილა ხვიბლიანმა მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და საინტერესო ამოცანებისთვის, სამომავლოდ „რა? სად? როდის?“ თამაშის აღნიშნული ფორმატით ჩატარება სთხოვა, რაზეც მოსწავლეებისგან, რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო.

„მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატება მისურვებია თქვენთვის, მასწავლებლებისთვის და საერთოდ  ყველასთვის ვინც, საქართველოს ჯანსაღ მომავალზე  ზრუნავს!“- ამ სიტყვებით დაასრულა შეხვედრა დირექტორმა, ლეილა ხვიბლიანმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება