სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნების დიდი მესაფლავეები“ - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში შემაჯამებელი კომპლექსური დავალება ჩატარდა
14-04-2022
-
+


თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა“ მე-7 კლასში შემაჯამებელი კომპლექსური დავალება თემაზე „ბუნების დიდი მესაფლავეები“ ჩატარდა. მეშვიდეკლასელებმა დავალების პროდუქტი პოსტერის სახით წარადგინეს, პრეზენტაციაზე გარემოსათვის მიკროორგანიზმების როლზე ისაუბრეს.

„ახალი სკოლის მოდელი ცოცხალი პროცესია, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები. მოდელი, პირველ რიგში, ორიენტირებულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. სკოლაში მოსწავლემ ფუნდამენტური ცოდნა უნდა მიიღოს, მასალა სიღრმისეულად  გაითავისოს, შეძლოს კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.

მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყენებს მოზარდი ცოდნას ცხოვრებაში, როგორ მოახერხებს ცოდნის ტრანსფერს.

ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს ისეთი კომპლექსური/პროექტული დავალებების შეთავაზებას, რომელშიც ყველა მოსწავლეს შეუძლია შესაძლებლობების გამოვლენა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება