სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტს ისტორიის გაკვეთილი მიეძღვნა
12-04-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ ფაქტს ისტორიის გაკვეთილი მიეძღვნა.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, გაკვეთილი მე-10 „ა“ კლასში საგნის პედაგოგმა ფიქრია გიორხელიძემ ჩაატარა; საკლასო აქტივობაში კი კლასის დამრიგებელი - ინგა არაბაძეც აქტიურად იყო ჩართული.

„გაკვეთილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ბოლოს გაიმართა მსჯელობა, თუ რა მასშტაბის მნიშვნელობა ჰქონდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს - ლოკალური თუ გლობალური?  ლიზა ასათიანმა, ლიზი ჭეიშვილმა, მარიამ გოდოლაძემ, ანი კუჭავამ, ლილე ტვილდიანმა, ანი გორდულაძემ, ანუკი ავალიანმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნამუშევრები. მსჯელობაში ჩაერთნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძე“, - აღნიშნულია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება