სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო თემა „სწავლა-კეთებით“ მეთოდის გამოყენებით შეისწავლეს და გამოფენა-პრეზენტაცია მოაწყვეს
11-11-2025
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავნ. 

„მოსწავლე ვერ დაინტერესდება და მით უმეტეს ვერ შეიყვარებს საგანს, თუ მასწავლებელი მხოლოდ მოსაწყენი დავალებებითა და რუტინული გაკვეთილებით მუშაობს“,- ამბობს ისტორიის მასწავლებელი ნაირა აფციაური, რომელმაც მე-7 კლასელებს პრეისტორიული ეპოქის შესასწავლად, „სწავლა-კეთებით“ მეთოდი შესთავაზა. 

„მეშვიდე კლასში მოსწავლეები პირველად ეჯახებიან ისეთ ვრცელ და ტერმინოლოგიით დატვირთულ თემას, როგორიც პრეისტორიული ეპოქაა. ამიტომ ამ თემის შესწავლა „სწავლა-კეთების“ მეთოდით გადავწყვიტეთ. გაკვეთილის პარალელურად ვეცნობოდით დამატებით ფოტო და ვიდეომასალას და შეძლებისდაგვარად ვქმნიდით რესურსებს“,- გვეუნება პედაგოგი. 

ნაირა აფციაურმა თემის შეჯამებისასაც საინტერესო მეთოდს მიმართა. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა გამოფენა-პრეზენტაცია გამართეს, სადაც სასკოლო საზოგადოებას უმასპინძლეს. 

„თემის შეჯამებისთვის კი მოვაწყვეთ გამოფენა-პრეზენტაციით - „ნეოლითური დარბაზი“. გამოფენის პირველი სტუმრები კი დაწყებითი კლასის მოსწავლეები და პედაგოგები იყვნენ.

გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ვიზუალური რესურსების ნახვამ, ე.წ გამოქვაბულის მუსიკის მოსმენამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. გამოფენა ასევე გამოადგებათ სწავლებისას სხვა კათედრების პედაგოგებს, მოსწავლეებისთვის კი კარგი რესურსი იქნება თვალსაწიერის გასაფართოებლად“,- აღნიშნავს პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება