სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი სმადის საჯარო სკოლაში, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ღონისძიება ჩატარდა
12-04-2022
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის, დიდი სმადის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ფორმალური განათლების პარალელურად, ადგილობრივი მოსწავლეები ჩართულები არიან სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში და რაც მთავარია, პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ უსაყვარლესი მოსწავლეების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე.

დიდი სმადის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეს მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, საკუთარი ხელით შექმნეს ნამუშევრები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საჭიროა, ყველა ფერის დანახვა.

„აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით, ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

ჩვენი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, იმეორებს ზემოთქმულ, იდეებს და განამტკიცებს საგანთაშორის ურთიერთკავშირს. შეხვედრაზე განხილული იყო აუტიზმი, ბიოლოგის ასპექტში, თუ რა მახასიათებლები და სპექტრი აქვს აუტიზმს, ხოლო სამოქალაქო განათლების რაკურსით, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩაყოყალიბებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“, - აღნიშნულია დიდი სმადის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება