სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი, საინტერესო და ინფორმაციული აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი იელის საჯარო სკოლაში
08-04-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში, გასული თვის განმავლობაში. მრავალფეროვანი, საინტერესო და ინფორმაციული აქტივობები გაიმართა. 

თვის დასაწყისში დედისა და ველური ბუნების საერთაშორისო დღეები აღინიშნა. შემდეგ VIII კლასის მოსწავლე ალექსანდრა ფანგანმა ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია მოამზადა. ასევე, აღინიშნა ბეღურებისა და ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღეები. ამ თარიღებთან დაკავშირებით, საზოგადოებას საინტერესო პრეზენტაცია IV  კლასის  მოსწავლე ელისაბედ ფანგანმა წარუდგინა.

აქტივობები ტყისა და წყლის საერთაშორისო დღეებსაც მიეძღვნა, რისთვისაც გიორგი კორძაიამ და ალექსანდრა ფანგანმა ერთობლივად იმუშავეს.

თვის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, სკოლის დირექტორმა ღონისძიებების მნიშვნელოვნება შეაფასა. მან ორგანიზატორ მასწავლებელს, დამსწრე საზოგადოებას  და  მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„3 მარტი ხომ ასე ძალიან გვიყვარს ყველას. მოსწავლეებმა ლექსებით და საჩუქრებით მიულოცეს დედებს გაზაფხულის პირველი დღესასწაული.
18 მარტისთვის VIII კლასის  მოსწავლემ ალექსანდრა ფანგანმა მოამზადა პრეზენტაცია ნარჩენების გადამუშავების  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ეს დღე  2018 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს დედამიწის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.  პრეზენტაციაში წარმოდგელინილი იყო ინფორმაცია ნარჩენების  გადამუშავების დღის აღნიშვნის მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე კაცობრიობის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში ჩვენი პასუხისმგებლობის შესახებ, აღნიშნა სეპარაციის  და  რეციკლირების მნიშვნელობა. დამსწრეებმა   საკვები ნარჩენების შემცირების პრობლემის გადაჭრის მათეული (ინდივიდუალური)  ხედვა  გაგვიზიარეს  და ისაუბრეს  ადამიანების მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების  არამიზნობრივად და არაეკონომიურად ხარჯვაზე.
საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა IV  კლასის  მოსწავლემ -  ელისაბედ ფანგანმა ბეღურების  (20 მარტი)  და  ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღეების (1აპრილი)  შესახებ,  საზოგადოებას გააცნო  ამ დღეების დაწესების  მიზნები  და  გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე სახეობა.
ტყის და წყლის  საერთაშორისო  დღის (21 და 22 მარტი) აღსანიშნავად ერთად იმუშავეს გიორგი კორძაიამ  და ალექსანდრა ფანგანმა. პრეზენტაციისას მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხალხს  მდგრადი განვითარების  მიზნები. ალექსანდრამ  ისაუბრა  დედამიწაზე   ტყის საფარის,  მისი სარგებლიანობის და  ადამიანის საქმიანობის ზეგავლენის შესახებ. ამ  ზეგავლენის უკეთ აღსაქმელად დამსწრეებს გააცნო საიტი და განიხილა რამდენიმე მოხალისის ეკო-ნაკვალევი.
გიორგის თემამ „მდგრადი ქალაქის მახასიათებლები და მწვანე ქალაქის ინდექსი“ დამსწრეთა  დიდი ინტერესი გამოიწვია. იმ  ათი მახასიათებლიდან, რაც მოისმინეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს „მწვანე შენობებს“, რადგან ასეთ შენობები აშენებულია  ბუნებრივი სამშენებლო მასალებით და აქვთ მაღალი დონის გათბობისა და გაგრილების ჭკვიანი სისტემები, გაძლიერებული ვენტილაცია და იზოლაცია, მზის პანელები და „მწვანე სახურავები“.  კოპენჰაგენის გარდა, გიორგიმ  განიხილა რამდენიმე „მწვანე  ქალაქის“  მაგალითი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება