სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარტიკამის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლებთან ერთად, ზრუნავს ადგილობრივი მოსწავლეების განათლებაზე
07-04-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარტიკამის საჯარო სკოლა დაახლოებით, 25 პირველკლასელს ელის. როგორც Etaloni.ge-ს სკოლის ხელმძღვანელმა, არარატ ელიზბარიანმა განუცხადა, ადგილობრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, თამამად შეძლებს ამ რაოდენობის მოსწავლეების მიღებას, პედაგოგები კი მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა პატარებმა ღირსეულად შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კარტიკამის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტი ფორმატით მიმდინარეობს და არც პანდემიურ რეალობას შეუშლია ხელი პედაგოგებისთვის, პირნათლად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა.

კარტიკამის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსწავლეების განათლებაზე, აქტიურად ეწევიან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სამომავლოდ, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარება.

სწორედ კარტიკამის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებაა, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ განათლების მყარი საფუძვლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება