სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წყლის საერთაშორისო დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
25-03-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად, წყლის საერთაშორისო დღე სკოლის ეკოკლუბმა „ნიამორმა“, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტის სტუდენტებმა აღნიშნეს. აქტივობას ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა: მაკა ხეცურიანმა და ნატალია მანდარიამ ხელმძღვანელობდნენ.

შეხვედრა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძე, სკოლის პედაგოგები: დარეჯან ჯიშკარიანი, ინგა არაბიძე, თამილა თუთბერიძე და თათია ივანეიშვილი.

პრეზენტაციები მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ ვაწაძემ, ბიოლოგიის და ბიოტექნოლოგიის სტუდენტებმა: ანი სანიკიძემ, ნინო ტყეშელაშვილმა და ხატია ხარაზიშვილმა გააკეთეს.

„განსაკუთრებით საინტერესო იყო ნინო ტყეშელაშვილის თემა - „ომების გავლენა წყლის რესურსებზე“; თემა მოიცავდა უკრაინაში არსებულ წყლის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებს და გაჯერებული იყო ფაქტობრივი ვიდეომასალებით. ყველა პრეზენტაციამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში და ასევე მოსწავლეების ჩართულობა მაღალი ხარისხით იყო წარმოდგენილი. აღნიშნულმა ღონისძიებამ ძალიან დიდი სითბო დატოვა ყველა იქ მყოფ პიროვნებაში, როგორც ადამიანური, ისე  შემეცნებითი თვალსაზრისით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება