„მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს! მშვიდობა მსოფლიოს!“- კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს! მშვიდობა მსოფლიოს!- ასეთია მოსწავლეთა და მასწავლებელთა გზავნილი.
მოსწავლეებმა პოზიცია მხარდამჭერი პლაკატებით და უკრაინის და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს.
სკოლაში გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.