სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქორეთის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „სიცოცხლის ხე“ წარმატებით მუშაობს
23-03-2022
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა 2015 სასწავლო წლიდან ჩართულია გარემოსდაცვით აქტივობებში. სკოლა აქტიურად მონაწილეობს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის კონკურსში. სკოლაში შექმნილია ეკოკლუბი „სიცოცხლის ხე“.

კლუბის ფასილიტატორი გახლავთ ქიმიის პედაგოგი მაია აბესაძე. კლუბის მუშაობაში აქტიურად ჩართულია მოსწავლეთა თვითმმართველობა და სკოლის მოსწავლეთა აქტიური ნაწილი.

„ჩვენ ვასწავლით ახალგაზრდებს როგორ გამოავლინონ პრობლემები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში და მცირე წვლილი შეიტანონ მათ გადაჭრაში.

პედაგოგი მაია აბესაძე, როგორც ფასილიტატორი დანარჩენ პედაგოგებთან ერთად დიდი მონდომებით უძღვება სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს (მოსწავლეები რგავენ ხეებს, ასუფთავებენ სკოლის შიგა და გარე შემოგარენს, აკვირდებიან ფრინველებს, უვლიან სკოლის ეზოში გაშენებულ მცენარეებს).

ეკოკლუბის მუშაობის უმნიშვნელოვანესი მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს ბუნებისადმი სიყვარულის, მოვლის, გადარჩენის და სხვა უნარ-ჩვევები. მოსწავლეებში ამ უნარების აღზრდით სკოლა თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს სამყაროს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

ეკოკლუბის წარმატებულმა მუშაობამ განაპირობა ის რომ, გასულ სასწავლო წელს სკოლა იმერეთის რეგიონში მაღალი ქულებით გადავიდა ნახევარფინალში, რის გამოც სკოლამ დაიმსახურა ტიტული „წლის აღმოჩენა სკოლა“. გასულ სასწავლო წელს სკოლა აქტიური და თანმიმდევრული შრომით რესპუბლიკის 30 სკოლას შორის მოხვდა ფინალში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება