სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N26 სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
21-03-2022
-
+


ბათუმის N26 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე დაესწრნენ.

ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 65 მოსწავლე, მათ შორის, 7 დაუნის სინდრომის მქონე მოზარდია. ამ ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა. დღის პირველ ნახევარში ხორციელდება აკადემიური უნარების განვითარება, დღის მეორე ნახევარში სახელოსნოებში გადიან სწავლებას.

მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას. წარმატებულია თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფი, სადაც სწავლობენ გამოყენებით ხელოვნებას, კვილინგზე, ბატიკაზე და თექაზე მუშაობას.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლიდან აღინიშნება. 2022 წელს მთავარი გზავნილია - „ინკლუზია ნიშნავს “.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება