| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია ითვალისწინებს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი, - ცვლილება 2026-2027 სასწავლი წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციას უკვე ეხება, რაც ნიშნავს, რომ 5 წლის ბავშვს სკოლაში ვეღარ შეიყვანთ (არადა, აქამდე 3 წელი იღვაწეს კანონმდებლებმა, სკოლაში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც ჰქონოდათ, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდა).
რატომ დავბრუნდით „უკან, მომავალში“? - „ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სკოლაში სწავლას იწყებენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ საკმარისი სოციო-ემოციური და ყურადღების კონცენტრაციის სათანადო დონეზე განვითარებული უნარები“, - ასეა განმარტებული ცვლილების აუცილებლობა კონცეფციაში.
ამ ინფორმაციამ უკვე გამოიწვია მშობელთა უკმაყოფილება; სოციალურ ქსელებში ისინი ღიად აფიქსირებენ კითხვას: „1 დღის ან 1 კვირის გამო, რატომ უნდა დაკარგოს ბავშვმა წელი?!“, თუმცა ეს ცალკე სტატიის თემაა, მანამდე კი კიდევ ერთ საკითხს განვმარტავთ, რომელიც პირველკლასელთა რეგისტრაციას უკავშირდება:
საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე, ბავშვები სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით ჩაირიცხებიან, თუმცა საწყის ეტაპზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება:
„2026-2027 წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება, ხოლო მომდევნო პერიოდებიდან ყველა სკოლას მოიცავს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ