სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში“- ორღულის სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე
12-01-2026
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლა, დირექტორის - მელანია ჩხიტუნიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. როგორც თავად დირექტორი ამბობს, სწორედ სწავლების დონე, საგანმანათლებლო თუ შემოქმედებით აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა და მათი მიღწევები განსაზღვრავს სკოლის წარმატებას. 

მისი თქმით,  მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში. სწორედ ასეთი ერთიანი მიდგომა ქმნის წარმატების საფუძველს.

სამომავლოდ დირექტორი ისურვებდა სკოლას საშუალო საფეხური დაემატოს. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ სკოლის, არამედ მთელი სოფლის ინტერესსა და მიზანს წარმოადგენს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, რომ...

- თუ რამდენად ხარისხიან განათლებას იღებენ მისი მოსწავლეები, რაც, თავის მხრივ, ფასდება მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობით და წარმატებებით.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- სკოლის წარმატებას ქმნის კოლექტივის თანადგომა, იდეების გაზიარება, მათი ენთუზიაზმი და ინიციატივები.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- თანამშრომლობა და შემოქმედებითი მიდგომები გამოწვევებზე.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ, რომ...

- ყველაფერი კარგადაა...

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- პროფესიონალიზმს, რაც სკოლის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც... 

- მოსწავლეები შეძლებენ მესამე საფეხურზე სწავლას. ეს არის ჩვენი სოფლის მცხოვრებლების უდიდესი ინტერესი და მიზანი. საამისოდ სკოლას აქვს მზაობა, მაგრამ არ აქვს ბიუჯეტი. თუ იქნება თანადგომა ზემდგომი სტრუქტურებიდან, ამით დიდად ნასიამოვნები და გახარებული
დარჩება სრულიად სასკოლო საზოგადოება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება