სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაცია სასწავლო პროგრესის წინაპირობაა“- ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი დეკანოზ დანიელ სოლომონიძე
17-11-2025
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორ დეკანოზ დანიელ (ვაჟა) სოლომონიძისთვის მოსწავლის განვითარების საფუძველია მშვიდი, უსაფრთხო, სულიერ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული გარემო, სადაც ბავშვი სიყვარულს, თავმდაბლობას, მეგობრობასა და ცოდნისადმი სწორ დამოკიდებულებას სწავლობს. სწორედ ასეთ საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს დირექტორი სკოლაში და ზრუნავს როგორც მოსწავლეთა ხარისხიან ცოდნაზე, ისე მათ სულიერ განვითარებაზე. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ (ვაჟა) სოლომონიძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს…

- მშვიდი, უსაფრთხო, სულიერ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული გარემო, სადაც ბავშვი სიყვარულს, თავმდაბლობას, მეგობრობასა და ცოდნისადმი სწორ დამოკიდებულებას სწავლობს. სკოლა უნდა იყოს შემოქმედებითი და აკადემიურად განვითარებული სივრცე, სადაც მოსწავლეს აქვს პიროვნულად და ინტელექტუალურად განვითარების შესაძლებლობა.

სასკოლო სწავლას მოზარდის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, რადგანაც თავისი დროის დიდ ნაწილს ის სკოლაში ატარებს. სკოლა წარმოადგენს ბავშვის პიროვნების განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას. აქ ბავშვის პიროვნების ფორმირება ხორციელდება სწავლებისა და აღზრდის პროცესში. სკოლა არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ საღმზრდელო დაწესებულებაც. ჩვენი მიზანია უამრავ სხვა უნარ-ჩვევასთან ერთად ბავშვს გამოუმუშავდეს სწავლის უნარი - ვასწავლოთ, როგორ ისწავლოს, რათა მან მომავალში შეძლოს დამოუკიდებლად გააგრძელოს ეს საქმიანობა.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ…

- აღსაზრდელებს აქვთ სინდისის, პასუხისმგებლობისა და მოყვასის სიყვარულის გრძნობა.  მოსწავლეებს აქვთ მაღალი აკადემიური დონე, კრიტიკული აზროვნების უნარი და მზაობა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის. მათი აკადემიური მომზადების დონე პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის მთხოვნებსა და კრიტერიუმებს.

აღსაზრდელებს იმ უარ-ჩვევებსა და ცოდნას გადასცემს, როლებიც მათ მომავალში ცხოვრებასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან…

- ერთობაშია ძალა. თბილი ურთიერთობები ქმნის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეს. ძლიერი გუნდი უზრუნველყოფს სწორი მართვის პროცესს, პროფესიულ განვითარებასა და ეფექტურ თანამშრომლობას.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის…

 - მოსწავლის სულიერი და ადამიანური ზრდა. მოსწავლის აკადემიური პროგრესი, ინტერესების გათვალისწინება და ინდივიდუალური შესაძლებლობების გაძლიერება. თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის პრინციპი, თითოეული ბავშვისა და მასწავლებლის ინტერესების დაცვა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ…

- ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და სწავლა-სწავლების პროცესი სწორად და მიზანმიმათულად წარვმართეთ. სასწავლო პროცესი სწორად არის დაგეგმილი და მოსწავლეს წარმატებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. სწავლა არ არის მოსაწყენი და ერთფეროვანი პროცესი. მოტივაცია სასწავლო პროგრესის წინაპირობაა.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- გულწრფელ დასკვნაზე დაფუძნებული, ემოციებზე ამაღლებული, კეთილშობილური გადაწყვეტილების მიღებას. ობიექტურობას, ვალიდურობას, წესდებისა და რეგულაციების დაცვისას თანასწორი დამოკიდებულების შენარჩუნებას. ტოლერანტობას ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური მიმართულებით.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც ...

 - მოსწავლე იგრძნობს ღვთის სიყვარულს, სულიერ სიმშვიდეს და სიყვარულის ძალას. ახალგაზრდები მიიღებენ სრულფასოვან განათლებას, ტექნოლოგიურ ცოდნას, კრიტიკულ აზროვნების უნარს, ინკლუზიურ განათლებას და გახდებიან კონკურენტუნარიანი, წარმატებული მოქალაქეები.

მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა-გიმნაზია იყოს ადგილი, სადაც თითოეული ბავშვი თავს მყუდრო, მისთვის სასურველ და საოცნეობო გარემოში იგრძნობს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი განხორციელებულია. მთავარია მომავალში შევინარჩუნოთ ეს ხედვა, მზაობა და ერთიანი მიზანსწრაფვა უკეთესი შედეგებისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ჩვენი სამშობლო და მომავალი თაობა,  ამინ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება