| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საფრანგეთი გახდა მეორე ქვეყანა (ავსტრალიის შემდეგ), რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას დააკანონებს. ინიციატივა ახალი არ გახლავთ, თუმცა ამჯერად ემანუელ მაკრონმა მოითხოვა შეზღუდვების დოკუმენტი დაჩქარებული წესით მიიღონ.
არსებული რეგულაციით, „ონლაინ სოციალური ქსელების მომწოდებლებმა უარი უნდა უთხრან 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს რეგისტრაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგისტრაციაზე თანხმობას იძლევა მშობლის უფლებამოსილების მქონე ერთ-ერთი პირი“. თუმცა ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული წესის გამკაცრებას და მშობლის თანხმობის მიუხედავად, გარკვეულ სერვისებზე წვდომის შეზღუდვას.
კანონი დაავალდებულებს სოციალურ ქსელებს (TikTok, Instagram, Snapchat და ა.შ.) გამოიყენონ ასაკის ვერიფიკაციის ტექნიკური შეზღუდვები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საფრანგეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის (Arcom) სტანდარტებს.
საინტერესოა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პედაგოგებსა და მოსწავლეებს -
საფრანგეთის კანონმდებლობით, მოსწავლისთვის წესების დარღვევა იწვევს:
დისციპლინურ დევნას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს გაკვეთილების შემდეგ დატოვებას ან დროებითი გარიცხვას; ასევე მოწყობილობის ჩამორთმევას:
„მასწავლებელს აქვს უფლება, ჩამოართვას ტელეფონი სასწავლო დღის ბოლომდე, თუ მოსწავლე სოციალურ ქსელს გაკვეთილზე იყენებს“, - აღნიშნულია კანონმდებლობაში.
ხოლო თუ 15 წლამდე მოსწავლე სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა ასაკის გაყალბებით და ამას მოჰყვა სხვა დარღვევა (მაგ. ბულინგი), ეს ამძიმებს მის მდგომარეობას სასამართლოში.
რაც შეეხება პედაგოგებს, მათაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, როგორც საჯარო მოხელეებს:
პედაგოგს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა: თუ აიძულებს ან წააქეზებს 15 წლამდე ბავშვს სოციალურ ქსელში რეგისტრაციისკენ (მაგ. დავალების მისაცემად), შეიძლება მიიღოს „გაფრთხილება“ ან „საყვედური“ განათლების სამინისტროსგან.
თუ პედაგოგი მოსწავლესთან ურთიერთობს სოციალური ქსელებით, არღვევს GDPR-ის (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია) წესებს, რაც შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც გახდეს.
ასევე მასწავლებლებს ეკისრებათ მეთვალყურეობის ვალდებულება: თუ მასწავლებელმა იცის, რომ კლასში ბავშვები იყენებენ აკრძალულ ქსელებს და არ რეაგირებს, ეს პროფესიულ გულგრილობად ითვლება.
აღნიშნული კანონპროექტს მალე სენატი განიხილავს და რეგულაციები სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა
ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან
„მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია“...
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ