სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ არის დაფა მწვანე? - როგორ შეიცვალა სკოლის აუცილებელი ატრიბუტის ფერი XIX საუკუნიდან
22-01-2026
-
+


XIX საუკუნეში, პირველი ცარცის დაფები შავი ფერის იყო, რაც კარგ ფონს წარმოადგენდა თეთრი ცარცისთვის. დაფის მასალები კი თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე.

შავი ასევე ​მიდრეკილია ბზინვარებისკენ, რაც მზიან დღეებში დაფაზე დაწერილის დანახვას ართულებს. თუმცაღა, შავი დაფების ბედი საბოლოდ ცარცის მტვერმა გადაწყვიტა, რომლის ზედაპირიდან სრულად მოშორებაც შეუძლებელი იყო და ჭუჭყის მაგვარ კვალს ტოვებდა.

როგორ შეირჩა ახალი ფერი?

როდესაც შავმა დაფამ დაბალი ეფექტურობა აჩვენა, ფერის შეცვლის საჭიროება დადგა. ათწლეულების განმავლობაში, მკვლევარები აანალიზებდნენ და ირჩევდნენ ფერს, რომელიც დაფასთან ყოველდღიური მუშაობისას მინიმალურ დისკომფორტს გამოიწვევდა.

კვლევისას გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • დაფისა და ცარცის ფერებს შორის კონტრასტის შემცირება ისე, რომ არ იკარგებოდეს დაწერილის მკაფიოდ აღქმის შესაძლებლობა;
  • ფერის გავლენა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე: არჩეული მწვანე ფერი დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს, ამცირებს სტრესის დონეს და ზრდის ყურადღების კონცენტრაციას;
  • ფერის აღქმა ფოტორეცეპტორების მიერ: მწვანე ფონზე თვალები სწრაფად ფოკუსირდება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაკლებად იღლება;
  • მასალების ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მარკერულ დაფებსაც ხშირად არა სრულიად თეთრი, არამედ ღია ლურჯი ან მწვანე ელფერი აქვთ. ეს მცირე დამატება კვლავ ამცირებს დაფისა და მარკერების ფერებს შორის კონტრასტის სიმკვეთრეს, რის შედეგადაც თვალები ნაკლებად იძაბება და იღლება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს სასწავლო დაფების ელექტრონული ანალოგებიც კი, მსოფლიოში მრავალი სკოლა, უნივერსიტეტი და კოლეჯი კვლავ აქტიურად იყენებს მწვანე დაფებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება