| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება.
გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.
ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.
აპლიკანტები ტესტირების გასავლელად უნდა გამოცხადდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9).
რეგისტრაცია 13:00 საათზე, გამოცდა კი - 14:00 საათზე დაიწყება. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
გამოცდის მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აპლიკანტებს, ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში შესაბამისი ინსტრუმენტებით (კალამი, ფურცლები დ სხვა.) უზრუნველყოფს.
დეტალური ინფორმაცია ტესტირების შესახებ
ტესტირება ტარდება ელექტრონული ფორმატით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება 3 ნაწილისაგან შემდგარი საგამოცდო ტესტი:
წაკითხულის გააზრება;
ლოგიკური მსჯელობა;
რაოდენობრივი მსჯელობა.
თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ბოლო, 45-ე დავალებაზე პასუხის მონიშვნის, ან მონიშვნის გარეშე ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება ტესტის დასრულების შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რამდენ დავალებაზეა გაცემული პასუხი დავალებების საერთო რაოდენობიდან. ღილაკზე „დაასრულეთ“ დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია ტესტის დასრულების შესახებ.
გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გამოცდის პროცედურის შესახებ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ცენტრს გამოცდის დღეს 20:00 საათამდე.
მონაწილეებს შედეგების ნახვა ცენტრის ვებ-გვერდზე www.naec.ge სპეციალური პაროლით შეეძლებათ, რომელიც გამოცდის დღეს მიეწოდებათ.
გამოცდაზე დარეგისტრირებული სტუდენტების საყურადღებოდ!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, უახლოეს დღეებში, საცდელ ტესტირებას ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს, სადაც აპლიკანტები, სისტემის გაცნობას ყოველგვარი შეფასების გარეშე შეძლებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განახლებულ ინფორმაციას ოფიციალურ Facebook და ვებ-გვერდზე ეტაპობრივად განათავსებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...
მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას