სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

სად არის და როგორია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლა, სადაც მშობლები 200 000 დოლარს იხდიან 
24-01-2026
-
+


სენტ-გალენი წყნარი და მოკრძალებული შვეიცარიული ქალაქია, სადაც ქუჩებში სუფთა ჰაერისა და ყავის სურნელი ტრიალებს, სახლები კი თითქოს ახალშეღებილი და შელამაზებულია.

ერთ-ერთ ბორცვზე, უძველეს ვილებს შორის, ჩამალულია სკოლა, რომელშიც დიპლომატების, ბიზნესმენებისა და სამეფო ოჯახების შვილები სწავლობენ. შესასვლელი მკაცრად არის დაცული, კურსდამთავრებულთა სია არსად იძებნება, სწავლის საფასური კი წელიწადში 200 000 დოლარს აღწევს. შედეგად Institut auf dem Rosenberg-ი ყველაზე ძვირადღირებული სკოლების სათავეშია. 

თუმცაღა, საქმე მხოლოდ ფასში არ არის, „როზენბერგი“ იდეალური საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მცდელობაა, სადაც ბავშვებს ასწავლიან ცხოვრებას, ფიქრს და მუშაობას მომავალში, რომელიც ჯერ არ დამდგარა. სკოლას არ აქვს თვალშისაცემი ფასადები, ხმაურიანი იმიჯი, პირიქით გამოირჩევა მკაცრი ფორმებითა და ტრადიციებით. 

ოჯახური სკოლა-პანსიონი ცნობილია საგნების ფართო სპექტრით, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურითა და შესანიშნავი საცხოვრებელი და სასწავლო პირობებით. კლასში საშუალოდ რვა მოსწავლე სწავლობს, ხოლო მასწავლებელისა და მოსწავლის თანაფარდობა ერთი ორზეა. სკოლაში 6-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები ირიცხებიან. 

როგორ დაიწყო ყველაფერი?

როზენბერგი 1889 წელს დაარსდა, როდესაც გერმანელმა პედაგოგმა ულრიხ შულტემ გადაწყვიტა შვეიცარიაში გაეხსნა სკოლა „ევროპელი ბავშვებისთვის“ - სკოლა, რომელიც ეროვნულ ბარიერებსა და კლასობრივ განსხვავებებს გადალახავდა. იდეა იყო: მომავალი ოფიცრებისა და პოლიტიკოსების აღზრდა. 

პირველი ათწლეულების განმავლობაში სკოლა პატარა კერძო გიმნაზია იყო: ბავშვებს გერმანულ ენაზე ასწავლიდნენ, მოსწავლეებისთვის აუცილებელად ასათვისებელი უნარები იყო უნაკლო მანერები და მჭერმეტყველება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „როზენბერგი“ ინგლისურენოვან სწავლებაზე გადავიდა და ჭეშმარიდად საერთაშორისო სახე მიიღო. მას შემდეგ იქ 50-ზე მეტი ქვეყნის ბავშვები სწავლობენ.

სკოლას ერთი და იგივე ოჯახის აგერ უკვე მეოთხე თაობა მართავს. ამჟამინდელი დირექტორი, ბერნჰარდ გაციც მიჰყვება ტრადიციებსა და მკაცრ დისციპლინას - მოსწავლეები ხელით წერენ, ახალ ამბებს ერთ მაგიდასთან განიხილავენ და ატარებენ ფორმას. თუმცა, ამ ტრადიციული მიდგომის უკან თანამედროვე ფილოსოფია იმალება - სკოლა გასცემს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მოსწავლეებს ასწავლის პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლობას.

სკოლა მდებარეობს სენტ-გალენის ცენტრის მახლობლად, ქალაქის, რომელიც ცნობილია თავისი ბიბლიოთეკით, უნივერსიტეტითა და მოწესრიგებული, თითქმის მუზეუმის მსგავსი არქიტექტურით. სკოლა დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას იკავებს, სადაც ახალ ლაბორატორიებსა და სპორტულ პავილიონებს ისტორიული ვილები ემეზობლება. ბორცვიდან, სადაც სკოლა დგას, ალპებისა და კონსტანსის ტბის საოცარი ხედი იშლება.

სკოლის შიდა ტერიტორიაზე ვიწრო, მოასფალტებული ბილიკები, საუკუნოვანი ხეები, შადრევნები, მწვანე გაზონები და ტერასებია. აკადემიური შენობები ერთმანეთთან დაკავშირებულია საფეხმავლო ბილიკებით, რათა მოსწავლეებმა შენობებს შორის გადაადგილება შეძლონ, მაშინაც კი თუ მუხლამდე თოვლია. 

მოსწავლეთა საცხოვრებელი შენობები სასტუმროს ნომერს წააგავს: პატარა ორადგილიანი ოთახები, დასასვენებელი სივრცე და ზედამხედველი თითოეულ სართულზე. თუმცა, კომფორტის მიუხედავდ სიმკაცრე და დისციპლინა სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - განრიგი წუთი-წუთზე გაწერილი - დილის ვარჯიშებიდან - საღამოს, კითხვის საათამდე.

რატომ ამხელა ფასი?

სწავლება ინდივიდუალურია: კლასში სულ 8 მოსწავლე ზის, თითოეულ მასწავლებელზე ორი მოსწავლე მოდის. მასწავლებლები პროექტის კურატორები არიან, რომელთაგან ბევრი უნივერსიტეტის თანამშრომელია, პრაქტიკულ კურსებს კი ასწავლიან დარგის სპეციალისტები - ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები, ეკონომისტები.

ღირებულებაში ასევე შედის კლასგარეშე აქტივობები: ათობით კლუბი, თეატრი, რობოტიკა, სამხატვრო სტუდიები, სათხილამურო ტურები და ზაფხულის სტაჟირება.

სკოლა გამოირჩევა სხვადასხვა აკადემიური პროგრამებით. მოსწავლეს სთავაზობს არა მხოლოდ ერთ სტანდარტულ სასწავლო გზას, არამედ აერთიანებს ევროპულ, ამერიკულ და საერთაშორისო სისტემებს. ასეთი მიდგომა კი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოემზადონ მრავალფეროვანი თეზისებით. ამ სკოლას აქვს საკუთარი უნიკალური პროგრამა Talent & Enrichment, სადაც მოსწავლეები სწავლობენ მოდის დიზაინს, ხელოვნებას, მონაწილეობენ რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის შექმნაში, მუშაობენ საერთაშორისო სამართალზე, ეცნობიან სასტუმროების მართვას, შეისწავლიან ფინასებს, იძენენ ლიდერულ უნარებს. ამასთან სკოლაში შესაძლებელია რეალური პროფესიული გამოცდილების მიღება. „როზენბერგის“ მთავარი პრინციპია მოსწავლეთა მომზადება ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
პროექტის თემა იყო - ბავშვთა კურნების რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
 
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება