სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები, წიგნები

„უნდა მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება, პროგრამების დადარება“- მინისტრი უნივერსიტეტების რეორგანიზაციის დეტალებზე​
01-02-2026
-
+


განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმის მიზანია, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის გახდის, ასევე, გაუიოლებს სამსახურის მოძიებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას.

გივი მიქანაძის განმარტებით, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიწყება შესწავლა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტებში არსებულ პროგრამებს შორის მოხდება დადარება და ერთიან კომპონენტად შეჯერება. პროცესი ასევე ითვალისწინებს ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილებას, რათა არც ერთი აკადემიური თანამშრომელი არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და შეძლოს საქმიანობის გაგრძელება.

„საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და პრემიერის მიერ საჯაროდ წარდგენილი დოკუმენტი მიზნობრივ ჯგუფებთან მრავალგზის განხილვას დაექვემდებარა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის გახდის, ასევე გაუიოლებს სამსახურის მოძიებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე.

სწორედ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. ეს განსაკუთრებით ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება - ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის დაცვა და სწორედ ამ პრინციპით, კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება, რათა მოხდეს პროგრამების დადარება, საკადრო უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი, ფლაგმანი უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. ამ მიზნით, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც ამ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამები გვაქვს, მოხდეს დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებულიყო - ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურებები, რომელიც თითოეული უნივერსიტეტის მიმართ მიუძღვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიქმნება დროებითი მმართველი საბჭო. საბჭოში პარიტეტის პრინციპით თანაბარი წარმომადგენლობა ექნებათ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. მინისტრის განმარტებით, საბჭო, უნივერსიტეტების ავტონომიურობის დაცვით, განახორციელებს რეორგანიზაციის პროცესს.

„შემოგვაქვს ახალი პოზიცია, წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ-პროფესორებს შეარჩევს. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს, საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება. ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. სწორედ ისინი, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას, რათა ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომლებიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.

საშუალო ხელფასები 248 ლარით გაიზარდა - განათლებაში კი 1517 ლარი გახდა

„მინდოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი“, - საინტერესო ისტორიები პატრიარქის ბავშვებისა და ოჯახის შესახებ

 

უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაში უმაღლესები არ მონაწილეობენ

მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-7 კლასელები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს

 

მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას

მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება