სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე
08-02-2026
-
+


თებერვალში იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შესაბამისი პროგრამების გახსნასა და კვოტირებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა და დასძინა, რომ რეგისტრაცია მარტში დაიწყება.

„მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, მოხდება დადარება, კვოტირების მიხედვით, იქნება მითითებული პროგრამა და შესაბამისი უნივერსიტეტი... თსუ-სა და სტუ-ს შემთხვევაში, თუ რეორგანიზაცია დასრულებული არ იქნება, ორივე უნივერსიტეტი სამართალსუბიექტურობას შეინარჩუნებს.

თებერვალში, მას შემდეგ, რაც ანკეტა-კითხვარები გაიხსნება, მთავრობა დაადგენს შესაბამის პროგრამებს, კვოტირებების ნაწილს... სტუ-ში შეიძლება რეორგანიზაცია რამდენიმე თვეში დასრულდეს და ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა აბიტურიენტებს არ ექნებათ, მარტში მათ ორივე უნივერსიტეტი დახვდებათ ჩამონათვალში - სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“, - განმარტა გაბისონიამ.

ინფორმაციისთვის: უმაღლესების მიმართულებით რეფორმიდან გამომდინარე, ჯერჯერობით დიდი ბუნდოვანებაა აბიტურიენტების რეგისტრაციებთან, პრიორიტეტულ პროგრამებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აპლიკანტებს შეეძლებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელიმე პროგრამასთან ერთად, სამი პროფესიული კოლეჯი აირჩიონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება