სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო
04-02-2026
-
+


8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზსს ავრცელებს.
 
ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
 
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ - აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
 
 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
 
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, -2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6 -8, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება