სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

რეფორმა საბავშვო ბაღებსაც შეეხება - „სამინისტრო მუშაობს...“
03-02-2026
-
+


ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით ცვლილებები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და უკვე ცნობილია, რომ სკოლებში დაწყებით საფეხურზე ფორმის ტარება სავალდებულო იქნება, დაინერგება ერთი სახელმძღვანელო, აიკრძალება მობილურები... უმაღლეს განათლებაში კი დამკვიდრდება ახალი „წამყვანი პროფესორის“ თანამდებობა, სახელმწიფო სასწავლებლები გახდება უფასო...

თუმცა, როგორც პლენარულ სხდომაზე გაირკვა, ცვლილებები იგეგმება საბავშვო ბაღების მიმართულებითაც.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რეფორმების მთავარ მიზნად განათლების ხარისხის გაზრდა სახელდება და 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებულ ბავშვებსაც ამავე მიზეზით შეეზღუდათ პირველ კლასში დარეგისტრირება, საინტერესოა, აპირებს თუ არა სამინისტრო, „გაზომოს“ სკოლამდელი განათლების ხარისხი და განსაზღვროს, რამდენადაა მზად ბავშვი სასკოლო ცხოვრებისთვის; მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ სკოლები 11-წლიანი ხდება და ძირითადი სასწავლო პროგრამა 10 წელზე გადანაწილდება.

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო მუშაობს სკოლამდელი განათლების მიმართულებით რეფორმაზე, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა:

​„საკითხზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ, ყველა მიმართულებით, ყველა დეტალი გაითვალისწინონ და უფრო კონკრეტულად რეფორმაზე მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც მზად ვიქნებით“, - განმარტა გაბისონიამ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება