სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით განათლების ახალი მინისტრი, რომელიც მანამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა - საკადრო ცვლილება აფხაზეთის ა/რ მთავრობაში
02-02-2026
-
+


აფხაზეთის განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გიორგი ძაძამიას მინისტრის პორტფელი პრემიერს განკარგულებით, 22 დეკემბრიდან გადაეცა, თუმცა მანამდე იგი სხვადასხვა დროს, თავდაცვის სამინისტროში ანალიტიკურ და ასევე დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ძაძამიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ბექა ღვაჩლიანი ჩაანაცვლა.

გთავაზობთ გიორგი ძაძამიას ბიოგრაფიას:

დაიბადა 1989 წლის 25 აგვისტოს, სოხუმში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის 39-ე საშუალო სკოლა. 2006-2010 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2010-2012 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის თეორიების სამაგისტრო პროგრამა. 2015 წელს გაიარა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ლექციების კურსი საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებზე. 2022 წელს გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გაიარა მარშალის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ევროპული უსაფრთხოების კურსი, ხოლო 2024 წელს არარეგულარული ომისა და ჰიბრიდული საფრთხეების კურსი.

2025 წლის 22 დეკემბრიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;

2025 წლის 11 აგვისტოს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად;

2019-2025 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი;

2012-2016 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2016-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება