სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩვილ ბავშვთა პროდუქციაში ტოქსინის რისკის გამო ბაზრიდან ,,ბეიბიბიოს“ ფირმის პროდუქციის ამოღება დაიწყო
27-01-2026
-
+


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩვილ ბავშვთა კვებაში ,,ბეიბიბიოს“ ფირმის პროდუქციის ბაზრიდან ამოღება დაიწყო, მიზეზი ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის რისკია. 
 
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს.
 
„სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის ,,ბეიბიბიოს“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორი Naturland-ის შეტყობინება, ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.
 
მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის - BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:
 
• BABYBIO OPTIMA 1 - 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027;
• BABYBIO OPTIMA 1 - 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027.
 
იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“, რომელშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება. მათივე ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.
 
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 
 
ცნობისთვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა როცა ჩვილ ბავშვთა კვებაში ტოქსინის შესაძლო გამოვლენის გამო, პროდუქციის ბაზრიდან ამოღება მიმდინარობს. 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება