სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, უსაფრთხო, დისციპლინირებული სასკოლო გარემო“- საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი
17-11-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორის დოდო ბეგიაშვილის ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს როგორც უსაფრთხო, ისე დისციპლინირებული სასწავლო გარემო. უსაფრთხოება და წესრიგი ქმნის საფუძველს, სადაც ბავშვი თავს დაცულად და მოტივირებულად გრძნობს. ამ გარემოს კი ეფექტური სასკოლო კურიკულუმი აძლიერებს - საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ზუსტად პასუხობს მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

მისი აზრით, სკოლის წარმატება იზომება შედეგებით - არა მხოლოდ ოლიმპიადებსა თუ ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულით, არამედ იმითაც, თუ რამდენად ენდობა მას საზოგადოება.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

ა) უსაფრთხო სასწავლო გარემო;

ბ) დისციპლინირებული სასწავლო გარემო და კონკრეტულ  სკოლაზე მორგებული ეფექტური სასკოლო კურიკულუმი.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

ა) რა შედეგებია  მოსწავლეებში სასკოლო ოლიმპიადებზე და ესგ-ში;

ბ) რამდენად ირჩევს მშობელი თუ მოსწავლე კონკრეტულ სკოლას (მოსწავლეთა რაოდენობა).

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- გუნდური მუშაობა დამატებითი პასუხისმგებლობაა პედაგოგისათვის, რაც  სასწავლო გარემოზე პოზიტიურად ისახება.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- წარმატებული მოსწავლის შექმნა, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- უფრო მეტ პასუხისმგებლობას, კონკრეტული მოსწავლის მხარდაჭერას.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- სტაბილურობას სასკოლო ცხოვრებაში.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ჩამოყალიბდებიან ზგემ-ით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება