სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ქვეყანა, სადაც ბავშვებისთვის Facebook, TikTok, YouTube და სხვა სოცქსელები აკრძალულია - „კანონი დაეხმარება მათ ჰქონდეთ ნორმალური ბავშვობა“
27-01-2026
-
+


ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა. კანონი, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა 2024 წლის ნოემბერში მიიღო, 2025 წლის 10 დეკემბერს შევიდა ძალაში. 

აკრძალვა, რომელიც, სხვა სიკეთეებთან ერთად, მიმართულია ბავშვების ინტერნეტ-ბულინგის, დეზინფორმაციისა და უკანონო კონტენტისგან დაცვისკენ, ეხება მსხვილი ინტერნეტ-პლატფორმების უმეტესობას, მათ შორის -  Facebook-სTikTok-სInstagram-ს, YouTube-ს,Snapchat-ს, Reddit-სა და X-ს. აკრძალვა არ ვრცელდება WhatsApp-ზე, საფოსტო პროგრამებზე, ონლაინ-თამაშებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე. 

პლატფორმები ვალდებულნი არიან მიიღონ „გონივრული ზომები“, რაც არ მისცემს საშუალებას არასრულწლოვნებმა შექმნან ანგარიშები, უკვე არსებულზე წვდომა კი უნდა შეეზღუდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნოლოგიურ კომპანიებს ემუქრებათ ჯარიმა 49,5 მლნ ავსტრალიურ დოლარამდე (დაახლოებით 33 მილიონი აშშ დოლარი). 

დეკემბრიდან დღემდე ბავშვების 4,7 მლნ ანგარიში უკვე გაუქმდა ან წაიშალა. ამას მოწმობს ქვეყნის ინტერნეტ-რეგულატორის eSafety-ის გამოქვეყნებული მონაცემები. 

მონაცემების თანახმად, 2025 წლის 10 დეკემბრიდან კომპანიებმა ავსტრალიის ტერიტორიაზე ბავშვებს 4,7 მლნ ანგარიშზე შეზღუდეს წვდომა. 

„წამყვანი პლატფორმები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ 16 წლამდე ასაკის ბავებისთვის ანგარიშზე წვდომის აღსაკვეთად და მე ძალიან კმაყოფილი ვარ წინასწარი შედეგებით“,- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ჯული ინმან-გრანტმა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის თქმით, კანონი დაეხმარება ბავშვებს ჰქონდეთ ნორმალური ბავშვობა, მშობლებს - სულიერი სიმშვიდე, სხვა ქვეყნებისთვის კი მაგალითი გახდება.

მართლაც, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, განიხილავენ ავსტრალიის მაგალითის მიბაძვას და ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვას. თუმცა, ექსპერტები აგრძელებენ კამათს, თუ რამდენად ეფექტური იქნება სინამდვილეში ასეთი ზომა.

აკრძალვის მომხრეები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდასთან ბრძოლა. თუმცა, მათი მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ არსებული კვლევები არ იძლევა ასეთი შეზღუდვების სარგებლიანობის უტყუარ მტკიცებულებას და უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვენ. 

საფრანგეთში ახლახან დამტკიცდა კანონპროექტი, რომლებიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მსგავს აკრძალვას ითვალისწინებს, აკრძალვა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებასაც ეხება, კანონი ძალაში მომავალი სასწავლო წლიდან შევა. 

დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში  ბავშვების უფრო ძლიერი დაცვაა საჭირო. მთავრობის ხელმძღვანელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკათა, რაც მისი პარტიის დაახლოებით 60-მა დეპუტატმა აკრძალვისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ, ამერიკელი ფსიქოლოგი ჯონათან ჰეიდტი, რომელიც ავსტრალიაში მიღებული კანონის მხარდამჭრია, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან სასაუბროდ მიიწვიეს.

ცნობილი ფსიქოლოგი თავის წიგნში - The Anxious Generation, რომელიც 2024 წელს ბესტსელერი გახდა, წერდს, რომ ბავშვების ეკრანებთან, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, გატარებული ზედმეტი დრო ცვლის მათი ტვინის ფუნქციას და ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების ზრდას, რაც ეპიდემიის მასშტაბებს იძენს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება