სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
23-01-2026
-
+


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
 
ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
 
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
 
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
 
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება