სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? - პასუხი აქტუალურ კითხვებზე
28-01-2026
-
+


ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია დამტკიცებულია; იმავდროულად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მასშტაბური რეფორმისთვის ემზადებიან.

ცნობილია, რომ: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები უფასოდ ისწავლიან; შეიზღუდება უცხოელთა ჩარიცხვა; დამკვიდრდება „1 ქალაქი - 1 ფაკულტეტის“ პრინციპი; საბაკალავრო პროგრამები (გარდა რეგულირებადი პროფესიებისა) 3 წლიანი, მაგისტრატურა კი 1 წლიანი ხდება; თუმცა თუ პირს დოქტურანტურაში სწავლის გაგრძელება სურს, მაგისტრატურაზე დამატებით 1 წელი კიდევ უნდა ისწავლოს. ეს ყველაფერი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხებათ, კერძოები კი საკუთარ პოლიტიკას თავად გადაწყვეტენ... ცვლილება ბევრია, უპასუხო კითხვა კი - უფრო მეტი.

როდის გამოცხადდება უმაღლესებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია? იგეგმება თუ არა ამ კუთხით რაიმე ცვლილებები? რამდენი ვაკანტური ადგილი გამოცხადდება? ხომ არ აიწევს ბარიერი? მიეცემათ თუ არა პრიორიტეტული სიების შედგენის შესაძლებლობა აბიტურიენტებს და საერთოდ, ჩატარდება თუ არა 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები?! 

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ცნობილია ჩასაბარებელი საგნები და პროგრამები, სავარაუდოა, აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან.

გარდა ამისა, საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ტესტირებისთვის აუცილებელი ხარჯები; ასევე მასწავლებელთა და სამაგისტრო გამოცდების ჩასატარებელი ფინანსები.

გათვალისწინებულია: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ხელშეწყობა, პროფესიული ტესტირების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და მასწავლებლის გამოცდების ჩატარება“.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, რომელიც გულისხმობს „გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელი სტუდენტის მიერ საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის გრანტის მოპოვების ხელშეწყობას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება