სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები, წიგნები

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ
30-01-2026
-
+


უკვე მეორე დღეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქციას მართავენ უმაღლესის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც ხელისუფლებას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - შემცირდება თუ არა აკადემიური პერსონალი, ცვლილებებზე გივი მიქანაძე საუბრობს

აქციაზე დემონსტრანტებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები, წარწერით: „სტუ-ის ისტორიას ვერ წაშლით!", შეჩერდეს რეფორმა, „სტუ არ იყიდება“. „ეს არ არის გაერთიანება, არამედ უნივერსიტეტის გაუქმებაა".

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“

„ჩვენ მივესალმეთ განათლების რეფორმას, კარგია თუ რეფორმას დადებითი შედეგი მოჰყვება, მაგრამ უნივერსიტეტების შეერთება ვერ იქნება რეფორმა", - თქვა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ, მათთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს, რაც მიუღებელია. ლექტორები და სტუდენტები მოითხოვენ, ცვლილების განხილვისას საკომიტეტო მოსმენებში ჩართონ.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებლად არსებობის 104 წლიანი ისტორია და თავისი გამორჩეული ნიშა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 29 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაწყებულმა საპროტესტო აქციამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა, სადაც ასევე აქცია გამართეს ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

დემონსტრანტებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ტუდენტებისა და ლექტორების ნება და გაერთიანების შესახებ ინიციატივა უკან გაიწვიონ. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 19:00 საათზე აქციაა დაანონსებული თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეზოშიც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება