სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო , კონკურსი

მოსწავლეთა წარმატების კვალდაკვალ - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა დასრულდა
15-12-2025
-
+


განვითარება და პროგრესი 21-ე საუკუნის საზოგადოებას ყველა სფეროში და რა თქმა უნდა განათლებაში, საკუთარ კრიტერიუმებს აწესებს: იცვლება სასწავლო რესურსები, პედაგოგიური მიდგომები, ახალგაზრდების მოთხოვნები... მხოლოდ ერთია უცვლელი - „ეტალონისა“ და izrune.ge-ს მიზანი - მომავალი თაობების განათლება; ამიტომ ყველა „ეტალონელმა“ და „იზრუნელმა“ იცის, რომ წარმატებულ სახელმწიფოს განათლებული თაობები ქმნიან! შეუძლებელია არ აღინიშნოს პროექტების სულისჩამდგმელის, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ, რათა ახალგაზრდებს შესთავაზოს უახლეს ტექნოლოგიებზე მორგებული, თანამედროვეობის გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტები.

ასეთია „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა, რომელიც შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართველოდან. 

ოლიმპიადები გაიმართა შემდეგ საგნებში:

› ქართული ენა და ლიტერატურა (18-19 ნოემბერი) - ხელს უწყობს კლასის შესაბამისი ფაქტობრივი ცოდნის განსაზღვრა-გადამოწმებას, ასევე მსჯელობის, ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და ლექსიკის ცოდნის ფუნქციურად გამოყენების უნარების განვითარებას;

› ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება (25-26 ნოემბერი) - რომელიც მიმართულია მოსწავლეებში პრაგმატული, რაციონალური მსჯელობის, ასევე ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება-შემოწმებისაკენ;

› ინგლისური ენა (2-3 დეკემბერი), რომელიც პირველად ჩატარდა და შედგებოდა უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე. 

› მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი) - კლასის შესაბამისი ცოდნის შემოწმება-გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნებისა და ცოდნის ეფექტურად გამოვლენას. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტესტებში გამოყენებული მასალა სრულად პასუხობს არსებულ საგნობრივ სტანდარტებსა და მიზნებს.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად საჭირო აღარ არის ტესტის ფურცელზე შესრულება, ცალკე პასუხებისა თუ დამატებითი ფურცლების შევსება. შედეგი არის მყისიერი - მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე იგებს თავის შედეგს, შესაბამის ქულასა და დროს. ასევე, მყისიერად ენიჭება წარმატების სახელობითი ონლაინ სიგელი. თითოეული ოლიმპიადის დასრულების შემდგომ კი, მოსწავლეს შეუძლია სრულად გადახედოს საკუთარ ტესტს - გაანალიზოს კითხვები და არსებობის შემთხვევაში, დაშვებული შეცდომები. 

აღსანიშნავია, რომ ტესტის სტრუქტურა მოსწავლეს თავისი, უნიკალური სტრატეგიის მოფიქრების შესაძლებლობასაც აძლევს - რომელ კითხვას უპასუხოს, რომელზე თავი შეიკავოს და რაც მთავარია, ისწავლოს შეზღუდულ დროში გადაწყვეტილების მიღება. რაც არაერთ საერთაშორისო გამოცდაში, პროფესიულ საქმიანობასა თუ ზოგადად, ცხოვრებაში გამოადგება. 

თითოეულ საგანში ასევე გამოვლიდნენ ჩემპიონთა ათეულები კლასებისა მიხედვით, ვისაც სპეციალური სახელობითი ონლაინ დიპლომები დაუმზადდათ. ხოლო, პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტული. მათ შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლაში, მეორე სემესტრში გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები, რომელიც გახლავთ ოფიციალური დოკუმენტი მოსწავლის მიღწევების შესახებ. 

„ეტალონის“ ოლიმპიადები კი გაზაფხულის სეზონზე დაგიბრუნდებათ. 

„ეტალონი“ ურყევად აგრძელებს, საგანმანათლებლო პროექტებით, მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე ყოფნას !

P.S. მანამდე კი, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ ტესტებში, ოლიმპიადებსა თუ დაჯილდოებებში მონაწილობისათვის შეგიძლიათ ჩაერთოთ „ეტალონის“ კიდევ ერთ გამორჩეულ პროექტში izrune.ge

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება