სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - პირველკლასელთა რაოდენობაზე განაცხადი 7 თებერვლამდე უნდა წარადგინოთ
04-02-2026
-
+


საჯარო სკოლებს 2026 - 2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში მისაღები რიცხოვნობის (ლიმიტების) განსაზღვრის ვადა 6 თებერვალს ეწურებათ. 
 
გთავაზობთ, სკოლის დირექტორთა პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული რეკომენადიებს, რომლებიც ზოგადსაგანმანატლებლო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ:
 
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების მიხედვით, ბრძანებით განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორი.
 
სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის არანაკლებ 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
 
ავტორიზებულმა სკოლებმა ლიმიტების განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინონ:
 
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა ჯამური ლიმიტი, რომლის გადაჭარბება შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
 
ლიმიტების ასახვის ეტაპზე სისტემა არ დაუშვებს ავტორიზაციით განსაზღვრული ზღვრული რაოდენობის გადაჭარბებას.
 
რეკომენდირებულია, სკოლებმა არ განსაზღვრონ ლიმიტი მაქსიმალური ოდენობით, რომლის საშუალებასაც სისტემა იძლევა, არამედ დაიტოვონ თავისუფალი ადგილები:
• პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე, მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, მობილობის შედეგად შევსებული ადგილი ავტომატურად აკლდება პირველკლასელთა მისაღებ ლიმიტს;
 
ავტორიზაციის პროცესში მყოფმა სკოლებმა (სკოლები რომლებიც ამჟამად გადიან ან სექტემბრამდე გაივლიან ავტორიზაციას) რეკომენდებულია, საავტორიზაციო განაცხადით მაღალი ჯამური ლიმიტი მოითხოვონ, ვინაიდან:
 
• პირველ ეტაპზე სისტემა აძლევს მათ ნებისმიერი ლიმიტის განსაზღვრის შესაძლებლობას;
• ოთხივე ეტაპის დასრულებამდე შესაძლოა გამოცხადებული ლიმიტებით რეალურად გადააჭარბონ ავტორიზაციით განსაზღვრულ ზღვარს.
 
ასევე გაცნობებთ, რომ: სამინისტროს უფლება აქვს, ავტორიზაციის პროცესში განსაზღვრული რიცხოვნობის მხოლოდ მცირე გადაჭარბების შემთხვევაში, დაუშვას გამონაკლისი და შეითანხმოს მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება