სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N89 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა
21-03-2022
-
+


7 მარტს, თბილისის N89 საჯარო სკოლაში თემაზე - „ისანი გუშინ და დღეს“ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე საკონფერენციო-საპრეზენტაციო მასალები VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, ამავე  სახელწოდების („ისანი გუშინ და დღეს“) სასკოლო პროექტის ფარგლებში, წარადგინეს. 

პროექტი მიზნად ისახავს პოპულარიზაცია გაუწიოს და ხაზი გაუსვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და მათი შესწავლის აუცილებლობას. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ისნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლების, ისტორიული უბნებისა და ნაგებობების შესახებ, მათ შორის: „ფოტომატიანე - ისანი ძველი და  ახალი“, „ავლაბარი“, „ავლაბრის წმინდა მარინეს ეკლესია“, „ავლაბრის წმინდა ნინოს ეკლესია“, „ ხოჯა-ვანქი ღვთისმშობლის ეკლესია“, „ შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესია“, „ავლაბრის ფერიცვალების  ეკლესია“, „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ყოფილი ეკლესია“, „გოგილოს აბანო“, „მეტეხის ტაძარი და ციხე“ „დედოფალ დარეჯანის  სასახლე“, „ძეგლის სტატუსის მქონე ძველი საცხოვრებელი სახლები“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პროექტის მართვის ჯგუფი, პედაგოგიური კოლექტივი  და მოსწავლეები.

კონფერენციის ბოლოს წარიმართა საინტერესო დისკუსია, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა პროექტის მართვის ჯგუფისგან და დამსწრე საზოგადოებისგან მიიღეს რჩევები და გაცვალეს მოსაზრებები.

„საბოლოოდ მოსწავლეთა მიერ მოხდება მოძიებული მასალის შეჯერება და პატარა ტექსტების მომზადება  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე საინფორმაციო სამენოვანი ბანერისთვის, რომელიც ასევე ხსენებული  სასკოლო პროექტითაა გათვალისწინებული. მოსწავლეებმა მიიღეს რჩევა ძეგლის უშუალოდ მონახულების  და პატარა საინფორმაციო დოკუმენტური ვიდეომასალის ჩაწერის შესახებ.

პროექტის საბოლოო ეტაპზე შეიქმნება ონლაინ კრებული ისნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მათი მოკლე ისტორიებით ძველი და ახალი თანდართული ფოტოებით“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება