სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდამჭერი არაერთი აქტივობა განხორციელდა
18-03-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდასაჭერად არაერთი აქტივობა განხორციელდა. 

აქტივობების ფარგლებში: სასკოლო საზოგადოებამ უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა, მოსწავლეებმა თანატოლებს წერილები მისწერეს და ასევე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევისამებრ, სკოლის ეზოში საყოველთაო ლოცვა აღავლინეს.

„ახლა, როდესაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის ყურადღება თავისუფლებისათვის შეუპოვრად მებრძოლ უკრაინისკენაა მიმართული, ჩვენი სკოლაც სხვადასხვანაირად გამოხატავს მათდამი თანადგომას. ამის დასტური იყო აქტივობებიც: სკოლის ყველა პედაგოგის, მოსწავლისა და მშობლის ძალისხმევით საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა, რომლითაც სამივე რგოლის ჩართულობით შევიძინეთ და მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის განყოფილებაში მივიტანეთ უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების ნივთები, მედიკამენტებისა თუ საკვები პროდუქტების სახით. სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს ყველა პედაგოგს, დამრიგებელსა თუ მოსწავლეთა მშობელს ასეთი ოპერატიულობისა​ და მხარში დგომისთვის! ასევე, სკოლის დირექტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მთვარისა ახვლედიანმა მეექვსე კლასის მოსწავლეებს დაავალა, მიეწერათ წერილები უკრაინელი თანატოლებისთვის, რაც შვიდივე მათგანმა წარმოადგინა. შეუძლებელია, ცრემლის გარეშე მათი წაკითხვა, რაშიც თავად დარწმუნდებით. დიდ დასვენებაზე სკოლის სპორტულ მოედანზე შევიკრიბეთ, პატრიარქის კურთხევისამებრ საყოველთაო ლოცვა აღვავლინეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ დავგმეთ ომი და ყოველგვარი ძალადობა, მერე კი მეექვსეკლასელთა წერილებიც მოვისმინეთ, რომელმაც გულგრილი ვერავინ დატოვა. სიმბოლური იყო ისიც, რომ სკოლის მერვეკლასელებმა სწორედ გუშინ მიიღეს და დღეს გააცნეს ყველას მარნეულის რაიონის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის მერვეკლასელი მოსწავლის, აისელ ალახვერდოვას წერილი, რომლითაც ლადო ასათიანის სახელობის სკოლას მეგობრობას გვთავაზობდა, რამაც ძალიან გაგვახარა. გვწამს, რომ სიმართლე და სიკეთე აუცილებლად სძლევს ბოროტებას და მტრობით დანგრეულს მხოლოდ სიყვარულითა და მეგობრობით ავაშენებთ! ღონისძიება ისევ ლადოს უკვდავი სტრიქონებით დავასრულეთ: „გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება