სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები იწყება - ვადა 16 მარტამდე გაქვთ
14-03-2022
-
+


უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები 1 აპრილიდან დაიწყება. საჯარო სკოლებმა რესურსცენტრისგან წერილი უკვე მიიღეს. სკოლის ადმინისტრაციებს მასწავლებელთა სარეგისტრაციო ფორმის შევსება დაევალათ, ცხრილში უნდა ჩაიწეროს პედაგოგის პირადი ინფორმაცია და სასურველი მოდული, თუ რა მიმართულებით სურს მას პროფესიული ტრენინგის გავლა.

გაეცანით წერილს:

„გიგზავნით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბატონი ბერიკა შუკაკიძის წერილს - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებზე მასწავლებელთა რეგისტრაციის თაობაზე.

ტრენინგები განკუთვნილია ქართული და არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე მასწავლებლებისთვის.

დანართის სახით, გიგზავნით სარეგისტრაციო ფაილს და მოდულების ჩამონათვალს ანოტაციებით. სარეგისტრაციო ფაილში უნდა აისახოს ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებლების პირადი ინფორმაცია და სასურველი ტრენინგი/ები, საგანი/მიმართულება, სტატუსის მიხედვით განსაზღვრული საკონტაქტო საათების შესაბამისად: უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი.

შეგახსენებთ, რომ სტატუსისა და საფეხურის მიხედვით, მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სტატუსით განსაზღვრული საათობრივი ოდენობის შესაბამისი ერთი მოდული. ორი ან სამი მცირესაათიანი მოდულის არჩევის შემთხვევაში, საათების ჯამური ოდენობა, ასევე, არ უნდა აღემატებოდეს სტატუსით განსაზღვრულ საათობრივ ოდენობას (უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი). საათობრივი გადაჭარბების შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული. გამონაკლისს წარმოადგენს Edx პლატფორმაზე განთავსებული მოდულები.

გაითვალისწინეთ, რომ ტრენინგის გავლის მსურველთა სიაში არ მოიაზრებიან:

  1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამებში ჩართული მასწავლებლები:
  • არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა;
  • პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“;
  • პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“;
  • პროგრამა eTwining Plus.
  1. ტრენინგის გავლის მსურველთა სიაში, აგრეთვე, არ მოიაზრებიანის მასწავლებლები, რომლებმაც ცენტრის ეგიდით ტრენინგი/ები გაიარეს 2021-2022 სასწავლო წელს (სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით);

უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული) მასწავლებლებს, შეუძლიათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული საგნობრივი ტრენინგმოდულები ან Edx პლატფორმაზე განთავსებული ტრენინგმოდული ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის; ასევე, გამჭოლი მიმართულებებიდან ნებისმიერი მოდული.

მასწავლებლებს, რომლებმაც 2021 წელს უკვე გაიარეს ტრენინგი (საგნობრივი ან გამჭოლი) და მიიღეს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ცნობა, უფლება აქვთ გაიარონ სხვა, ნებისმიერი ახალი მოდული“.

სკოლებმა რესურსცენტრებს შევსებული დანართები 16-17 მარტამდე უნდა გაუგზავნონ, რესურსცენტრები კი დაევალათ, რომ მიღებული ინფორმაციები მასწავლებლის სახლს eFlow-ს საშუალებით არაუგვიანეს 21 მარტამდე მიაწოდონ.

ცენტრი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ჩაატარებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება